მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 163 360 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Into the Jaws of Death 23-0455M edit.jpg
ოპერაცია ნეპტუნი — დესანტის გადასხმის ოპერაცია, ოპერაცია ოვერლორდის ნაწილი მეორე მსოფლიო ომში, 1944 წლის 6 ივნისს. მედიაში ხშირად მოიხსენიება როგორც D-Day ან ნორმანდიის დესანტი. ისტორიაში უდიდესი საზღვაო შეჭრა. ამ ოპერაციით დაიწყო საფრანგეთის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან.

ოპერაციის დაგეგმვა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო. შეტევის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოკავშირეებმა დაიწყეს ოპერაცია პირადი მცველი, რომლის მიზანიც იყო, რომ გერმანიას არ გაერკვია შეტევის სამიზნე და შეტევის თარიღი.

ბრძოლები 5 სანაპიროზე მიმდინარეობდა: ოქრო, ჯუნო, ომაჰა, იუტა და ხმალი. ოპერაცია ნეპტუნის შესრულებისას მოკავშირეებმა 4 414 მებრძოლი დაკარგეს. მუზეუმები, ომის მემორიალები და ჯარისკაცების სასაფლაოები ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ორიენტ-ექსპრესის სარეკლამო პოსტერი
აღმოსავლეთის ექსპრესი, ორიენტ-ექსპრესი (Orient-Express) — შორი დისტანციის სამგზავრო მატარებლის სახელი, რომელსაც Compagnie Internationale des Wagons-Lits მართავდა. მისი მარშრუტი მრავალჯერ შეიცვალა, და წარსულში ამ სახელს რამდენიმე მათგანი იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ორიენტ-ექსპრესი ჩვეულებრივი საერთაშორისო სარკინიგზო რეისების სახელი იყო, დროთა განმავლობაში იგი ფუფუნებით მგზავრობის სინონიმი გახდა. თანამედროვე ორიენტ-ექსპრესი პარიზი-ვენა მონაკვეთზე დადის.

W-circle.svg

სიახლეები

სვანტე პააბო

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


HSDagensdatum.svg

4 ოქტომბერი — ამ დღეს...

სპუტნიკ 1
  • 1582 : რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ გრიგორიანული კალენდარი შემოიღო. იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ამ წლის 4 ოქტომბერს უშუალოდ 15 ოქტომბერი მოჰყვა.
  • 1830 : ნიდერლანდებისგან გამოყოფის შედეგად ბელგიის სახელმწიფო შეიქმნა.
  • 1853 : ყირიმის ომიოსმალეთის იმპერია რუსეთს ომს უცხადებს.
  • 1883 : აღმოსავლეთის ექსპრესი ამოქმედდა.
  • 1910 : მანუელ II, პორტუგალიის ბოლო მეფე, ლისაბონში რევოლუციის დაწყების გამო ბრიტანეთში გარბის. მომდევნო დღეს პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა.
  • 1957 : ორბიტაზე გაშვებულია პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ 1 (სურათზე).
  • 1993 : რუსეთის კონსტიტუციური კრიზისი — რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ტანკებით პარლამენტის შენობის შტურმს აწყობს.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა